ნინო გვენეტაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა და კომიტეტის სხდომა მოულოდნელად დატოვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მოულოდნელად დატოვა.

კომიტეტის სხდომაზე, გვენეტაძის მოსმენა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია მოსამართლეების გარშემო განვითარებული საქმეებით დაინტერესდა, რომლის საპასუხოდ, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მას ამ საქმეებზე საუბრის საშუალებას მოსამართლეობრივი ეთიკა არ აძლევს.

აღნიშნული პასუხის შემდეგ, ოპოზიციას გვენეტაძის მიმართ კითხვები კიდევ ჰქონდა, თუმცა მას კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მადლობა გადაუხდა და სხდომა მოულოდნელად დატოვა.

გვენეტაძემ საუბარი არც მედიის წარმომადგენლებთან ისურვა და მისი ჩაწერის საშუალება ჟურნალისტებს არც მისი დაცვის თანამშრომლებმა მისცა.

ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ანგარიში გააცნო.

Comments
Loading...