ნინო გვენეტაძემ პარლამენტს მურუსიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტს, ლევან მურუსიძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.

როგორც გვენეტაძე აცხადებს, როდესაც მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნა ხდება, ძველ სასამართლოში იმავე წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.

“ვინაიდან ის გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ახლა პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, რადგან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა პარლამენტმა”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

გვენეტაძის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და საკითხი კენჭისყრით გადაწყდება.

Comments
Loading...