ნინო მიქიაშვილი – მე კვირიკაშვილს ვირჩევ პრემიერ-მინისტრად!

ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მთავრობაში შექმნილ სიტუაციას:

„ქართველია. 48 წლისაა. გაწონასწორებული ადამიანი ჩანს. სწავლა-განათლებას ვერავინ დაუწუნებს. ვერც მის ბიოგრაფიაში იპოვის ვინმე ხინჯს. მისი ახლობელი ადამიანები წერენ და ამბობენ, რომ ტრადიციების პატივისმცემელი, მორწმუნე და კარგი მეოჯახეა. პირადად მე მისი ყოფილი თანამშრომლებისგან მსმენია, რომ ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანია. მოკლედ, დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მისაღებია.

გიორგი კვირიკაშვილის ბიოგრაფია:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს; 1995 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – მრეწველობის დაგეგმვა; 1998 წელს აშშ ილინოისის უნივერსიტეტი (University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი.

1993-1996წწ. იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის” კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. „ექსპორტ-იმპორტ ბანკი”, ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. „გაერთიანებული ქართული ბანკი”, ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი „ქართუ”-ს, გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2015 წლის 1 სექტემბრდან საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბოლოთქმა – ახლა გავიგე, რომ ოთხი შვილის მამა ყოფილა”

Comments
Loading...