ნინოწმინდასა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ნინოწმინდასა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით,  29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 8,180 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე მ.შ-ს, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი ავტომობილით შემოჰქონდა აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვა, ხოლო ფულადი ჯარიმის სახით 1,000 ლარი  შეეფარდა. საქართველოს მოქალაქე ც.ვ-ს უკანონოდ შემოტანილი საქონელი ჩამოერთვა  და  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

Comments
Loading...