ნიტა ლომიძის გამარჯვებას სკანდალი მოჰყვა – “ამ ბავშვმა მშობლების ხარჯზე გაიმარჯვა”
“შენ შეგიძლია ცეკვის” გამარჯვებული, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე, ნიტა ლომიძე გახდა. მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში სკანდალი მოჰყვა.
ნაწილი თვლის რომ ის გამარჯვებას არ იმსახურებდა და მისი წარმატება ცნობილი მშობლების დამსახურებაა(ნიტა ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილია) ხოლო დანარჩენი ნაწილის აზრით, ნიტა ღირსეული გამარჯვებულია.
გთავაზობთ “ფეისბუქ” კომენტარებს, რომელიც გამარჯვებულის გამოცხადებას მოჰყვა:
“როგორ მქონდა იმედი ხალხი მართლა ობიექტურად იმსჯელებდა და ნამდვილად უნივერსალურ მოცეკვავეს თენგოს დაუჭერდა მხარს”,
“ეჰ იმედი, მეგონა ნორმალურ არჩევანს გააკეთებდნენ”;
(ნახეთ ვიდეო: ნიტა ლომიძის ფინალური ცეკვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა)
“დაა ძააან უსამართლობა როაა არაუშავსს? რატო გაიმარჯვა ნიტამ როცა პროექტში თენგო იყოო?”,
“აი როგორ უნდა თქვა გამარჯვებას არ იმსახურებდაო, რა დონის ბოროტი უნდა იყო ადამიანი?! ვაი თქვენს პატრონს”,
“ხალხო რატომ გგონიათ, რომ ამ ბავშვმა მშობლების ხარჯზე გაიმარჯვა? შეფასების უნარი დაკარგეთ? უძლიერესი ბავშვია და ძალიან მაგრად ცეკვავს.. რათქმაუნდა ამ პროექტში ყველა ძალიან კარგი იყო, თეონაც , თენგოც და სხვაც მაგრამ რომელიმეს ხომ უნდა მოეგო არაა…”
“ამ ბავშვმა მშობლების ხარჯზე გაიმარჯვა”, – წერენ კომენტარებში.