ნიუ-იორკის 100 ათასმა მაცხოვრებელმა პეტიციით მელანია ტრამპს ქალაქის დატოვება მოთხოვა

100 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც მელანია ტრამპისგან მოითხოვენ შეკრას თავისი დიზაინერული ჩანთები და დატოვოს ნიუ-იორკი. პეტიცია პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი ლედი ქალაქში დარჩენას აპირებს მანამ, სანამ მისი შვილი სასწავლო წელს არ დაასრულებს. ამის შესახებ   Independent იუწყება.

როგორ წესი, ახალი პრეზიდენტების ოჯახები მაშინვე გადადიან ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მაგრამ ამჯერად ქალბატონი ტრამპი აპირებს გამოწვევა ესროლოს კონვენციას და სახლში დარჩეს, რაც  ექპსრტების გამოთვლით, გადასახადების გადამხდელებს დღეში $1 000 000 დაუჯდებათ.

პეტიციის ავტორები მიმართავენ ნიუ-იორკის გუბერნატორს ენდრიუ კუომოს და ქალაქის მერს დე ბლაზიოს,  უარი თქვან დონალდ ტრამპის მეუღლის დაცვაზე იმ დღიდან, როცა ტრამპი დატოვებს Trump Tower-ს, 58 სართულიან ცათამბჯენს მანჰეტენის მე-5 ავენიუზე, სადაც  ოჯახი ცხოვრობს.

პეტიციის ავტორი წერს, რომ თანხა, რომელიც პირველი ლედის დაცვას ნიუ-იორკში მისი ყოფნისას ჭირდება, უნდა დაიხარჯოს გზებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე და ქალაქის სხვა საჭიროებებზე. “გადასახადები უნდა იყოს მიმართული ქალაქის გაუმჯობესებაზე და მის მაცხოვრებლებზე და არა ერთ ადამიანზე”-წერია პეტიციაში.

3-1

ადრე, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში დარჩება საცხოვრებლად, რადგან მისი ვაჟის, ბარონის სკოლიდან გადაყვანა არ უნდა. ბავშვის სწავლა ოჯახს წელიწადში $40 ათასი უჯდება.

ეს საიდუმლო სამსახურებს და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს დამატებით სიძნელეებს შეუქმნის. სკოლის შენობა ხალხმრავალ ქუჩაზეა განთავსებული.

 

 

თუ მელანია და ბარონი ნიუ-იორკში დარჩებიან, ტრამპი სავარაუდოდ, ხშირად იფრენს მათ სანახავად, რაც ქალაქის პოლიციის ხარჯებს გაზრდის.

გარდამავალი ჯგუფიდან ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი კონსულტანტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ კვირაში რამდენი დღე მოუწევს თეთრ სახლში ცხოვრება.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპი ხშირად მიფრინავდა უკან, Trump Tower-ში დასაძინებლად.

ForumDaily

 

წყარო:postalioni.com

Comments
Loading...