ნიუ-იორკის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა (ვიდეო)

ნიუ-იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში, ერთ-ერთი ტერმინალის ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო.

 

სამართალდამცავებმა ადგილზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს და გამნაღმველების ჯგუფი გამოიძახეს.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.
ნიუ-იორკის აეროპორტში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამ დრომდე მოქმედებს.

Comments
Loading...