ნოდარ ებანოიძე: “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ცნობილი უნდა გახდეს

„იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების დეტალები არ ვიცი ძალიან ძნელია რამე ვთქვა, ვიანაიდან უცნობია რა პირობებია ჩადებული. რომ დარჩენილიყო ის ხელშეკრულება რაც აქამდე იყო, ეს გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ნოდარ ებანოიძემ „აიპრესს“ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ხელშეკრულების დეტალები ცნობილი გახდეს.

„გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი განვიხილეთ ეს საკითხი. გვქონდა გარკვეული საინფორმაციო შეხვედრა. მაშინ ვთქვით, რომ არ არის კარგი ნედლეულის ნაცვლად ფულადი სახით მოხდეს გადახდა. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუარესებას. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის, რაც რა თქმა უნდა, მომგებიანი არ არის.

იმ ვითარებაში, როდესაც ხელსეკრულების დეტალები არ ვიცი ძალიან ძნელია რამე ვთქვა, რა პირობებია ჩადებული. რომ დარჩენილიყო ის ხელშეკრულება რაც იყო, ეს გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის. საინტერესოა ისიც, რამ გამოიწვია ფორმატის შეცვლა, მაგრამ ვიმეორებ ყველაზე მნიშვნელოვანია რა დეტალებს შეიცავს ხელშეკრულება და რამდენად არის დაცული საქართველოს ინტერესები“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

იგი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა იყოს საუბარი ხელშეკრულების დეტალებზე.

„ბუნებრივია, ხელშეკრულების დეტალები ცნობილი უნდა გახდეს. შესაძლოა იქ იყოს რამე ისეთი ნაწილი, რომელიც ყველასთვის არ იყოს ცნობილი, მაგრამ ძირითადი ნაწილი უნდა ვიცოდეთ. იქ არ არის მხოლოდ ფინანსური ნაწილი, არის სხვა ნაწილებიც. ვახსენე, რომ გასულ წელს საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა, მაშინ მოვისმინე სპეციალისტების აზრი, ყველა ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო არსებულ პირობებით გაგრძელებულიყო თანამშრომლობა“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორწლიანი იქნება.

„ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახედელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე გვაქვს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება არის 2 წლის ვადით, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...