ნოდარ ხადური – არცერთი ინფრასტრუქტური პროექტი არ შეჩერდება

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ არცერთი ინფრასტრუქტური პროექტი, იმის გამო, რომ რესურსი არ არის, არ შეჩერდება და არ შეფერხდება.

ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების შემცირების მიზეზებიც განმარტა.

„მიმდინარე წელს დაფინანსების შემცირება იმით არ არის გამოწვეული, რომ ფული არ გვქონდა. სამუშაოები ძალიან აქტიური ტემპით მიმდინარეობს. ყველა პროექტი გაგრძელდება და დაფინანსდება. ეს შემცირება საერთაშორისო დაფინანსებებს ეხება, რომელიც მომავალ წელს დაემატება. არც ერთი ინფრასტრუქტურელი პროექტი იმის გამო, რომ რესურსი არ არის, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით შეჩერებული და შეფერხებული არ იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრმა დღეს ყველა ის ინტრასტუქტურული პროექტი დაასახელა, რომელზეც მუშაობა მომავალი წლისათვის არის დაგეგმილი.

2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 76 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში – 15 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში – 64 მლნ ლარით. ამასთან, საინვესტიციო გრანტების ნაწილში იზრდება 3 მლნ ლარით.

Leave A Reply

Your email address will not be published.