NOKIA-სა და SAMSUNG-ის მარკით ნიშანდებული ჩინური ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად დადგენილია, რომ  შპს „მაინფმა ზუმერი“ ის წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით “NOKIA”-ს და “SAMSUNG”-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული“NOKIA”-ს და 219 ერთეული “SAMSUNG”-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები.

გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში, ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული „APPLE”-ის, “SAMSUNG”-ის, “NOKIA”-ს და “HTC”-ის სამარკო ნიშნები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Comments
Loading...