ნორა კვიციანი: ქართველი ქალები სანდრა რულოვსის დაცინვას არ ვიმსახურებთ!

“ჩემო ძვირფასო და საყვარელო, საქართველოს ჭეშმარიტად ქართველო ქალებო! მოგახსენებთ, რომ მგონი უკვე მოთმინების ფიალა აივსო! როდემდე ვუყუროთ, როდემდე ვუსმინოთ, როდემდე მოვითმინოთ ყველაფერი ის, რაც მოხდა და ხდება დღეს ! ჩვენ დედები ვართ! ჩვენ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ქართველი ქალები ვართ! ქართველი ქალები სანდრა რულოვსის დასაცინები არ ვართ! როგორ უნდა დავუშვათ, დღეს კიდევ ამათი ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა?! რა უფლება აქვთ იმ უბედურებების შემდეგ, რაც ავად სახსენებელმა მანიაკმა კრიმინალყოფილმა, ვითომ ხელისუფლებამ ჩაიდინა, ე.ი. უნდა გვეშინოდეს მისი მანიაკი ქმრის… ის რაც ჩაიდინეს, აწი არ განმეორდებაო! ამდენ ჩახოცილი ბიჭების დედებს, ამდენ უკანონო დაპატიმრებულებს, ამდენ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების პატრონებს და ამხელა ტერიტორიების დაკარგვას რა პასუხს გასცემს ქალბატონი სამეგრელოს მაჟორიტარი კანდიტატი!? ის ჩადენილი დანაშაული წარსულს უნდა ჩაბარდესო; ეხლა ახალი სისხლი გვინდაო! მე პირადად არ მინდა ერთი წუთი ვარსებობდე იმ ქვეყანაში, სადაც ანტი ქრისტიანულ, ქართველთ მოძულე, მანიაკ ნაცმოძრაობას ვიხილავ ხელისუფლებაში!

კმარა! უნდა დამთავრდეს ჩვენი წამება! დამთავრდება მარიამობის მარხვა და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ ვარ კარგად, ბოლო ენერგიას მოვიკრებ და გამოვალ ქუჩაში! უნდა აიკრძალოს ნაცბანდა…

მირჩევნია ომი იყოს, ვიდრე კიდევ და კიდევ ამათი მსხვერპლი იყოს კურთხეული ქვეყნის ჭეშმარიტი ქართველობა!` -წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნორა კვიციანი.

წყარო:postalioni.com

Comments
Loading...