ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ჰელ მაგნე ბუნევიკი ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს, რადგან იგი 2014 წელს ირანს ესტუმრა,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ABC 7-თან ინტერვიუში განაცხადა.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, იგი ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთშაბათს, 2 თებერვალს გაფრინდა. მთავრობის ყოფილი მეთაური მას შემდეგ დააკავეს, რაც საბაჟო კონტროლის სამსახურმა დაინახა, რომ იგი ირანში იმყოფებოდა. ბუნევიკმა საკუთარი პასპორტი წარადგინა და განაცხადა, რომ ის ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი იყო, რომელიც აშშ-ის მოკავშირეა.

“რა თქმა უნდა, მესმის, რომ აშშ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის გამო შეშფოთებულია”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ტერორისტი არ არის. „დიპლომატიური პასპორტი გამაჩნია, რის გამოც საფრთხეს არ წარმოვადგენ”, – განაცხადა მან.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, იგი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკელი ტურისტებისთვის განკუთვნილ ოთახში მოათავსეს და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ელოდა ახსნა-განმარტებას. შემდეგ კი ირანში 2014 წელს განხორციელებულ მოგზაურობასთან დაკავშირებით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხავდნენ. მოგვიანებით, ის გაათავისუფლეს.

ipress.ge

Comments
Loading...