ნუგზარ წიკლაური: ვადასტურებ, რომ ვიყავი ხალხის მობილიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გამოცხადდა. როგორც წიკლაურმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის პასუხისმგებელია ყველა სიტყვაზე, რომელიც ჩანაწერში ისმის:

„ვადასტურებ არა მხოლოდ იმ სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი, არამედ ვადასტურებ, რომ დიახ, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ხალხის მობილიზაციის, რომ ბევრი ხალხი ყოფილიყო მობილიზებული „რუსთავი 2″-ის შენობასთან, მე თვითონ ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ვიყავი „რუსთავი 2″-ის შენობაში. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება. ჩვენი პარტიის რიგებში არიან ექიმებიც, პენსიონერებიც… სპეცრაზმელები, რომლებიც ადრე იყვნენ სპეცრაზმელები, ისეთივე მოქალაქეები არიან საქართველოსი, როგორც სხვა ყველა. მათაც შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე. რაც უფრო მეტი პოლიციელი, რომელიც უსამართლოდ არის დათხოვნილი სამსახურებიდან, ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, იქნება უფრო კარგი!” – განაცხადა წიკლაურმა.

დაკითხვაზე დაბარებულია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12:00 საათზე ელოდნენ. გვარამიამ ჩვენება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა მისცეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.