ნუკა ყარალაშვილი მის მსოფლიოს ტიტულის მოლოდინში – „მგონი ცუდად არ წარვადგინე საქართველო“

„ელეგანტურია და დახვეწილი, ასხივებს, ულამაზესია ჩვენი ლამაზი ქვეყნის შვილი, ასეთი კონკურსანტი ჯერ არ ჰყოლია საქართველოს, მეამაყება.“ – ამ სახის კომენტარებით ამკობენ მის სამყაროს ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოდან გაგზავნილ ნუკა ყარალიშვილს და წარმატებას უსურვებენ.

ამჯერად ყველა იზიარებს შეფასებას რომ ნუკა ულამაზესია. თავად ნუკა ამ შეფასებისთვისა და კეთილი სურვილებისთვის გულშემატკივრებს „ნიუპოსტის“ საშუალებით ფილიპინებიდან მადლობას უხდის.

სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად მას ამ კონკურსში ბრძოლა 86 ქვეყნის ლამაზმანთან ერთად მოუხდა.

ნუკა ყარალიშვილი: „როგორც იცით ვიმყოფები ფილიპინებზე, ხვალ დილით გვაქვს ფინალური შოუ, ძალიან კარგი მზადებაა, კონკურსის წამყვანი ისევ ამერიკელი ძალიან ცნობილი ტელეწამყვანი სტივ ჰარვია, თანაწამყვანი კი ტოპ მოდელი ეშლი გრემი.

აქ ძალიან კარგი სიტუაციაა. ეხლა გენერალური რეპეტიცია გვაქვს ვემზადებით. ჟიურიმ უკვე გამოიტანა „სარჩელი“ და სასურველი ტოპ. 12 აირჩია, მეცამეტესაც დაამატებენ ალბათ. წელს კონკურსის წესებში ცვლილება განხორციელდა და 15-ის ნაცვლად მხოლოდ 13 გოგონას შერეჩევა ხდება. ასე შეამცირეს სამწუხაროდ. ვნახოთ რა იქნება შედეგებს დაველოდოთ. მე ყველანაირად მომზადებული წავედი და მგონი ცუდად არ წარვადგინე საქართველო“.

 

newposts.ge

Comments
Loading...