სულმოუთქმელად ელოდება ძალიან ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რისიც თვითონაც არ სჯერა, მაგრამ ამის ამაო მოლოდინი არის მათი მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ”ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ უხიფათო ეტაპზე ვდგავართ”. “ხელისუფლებამ გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ვგულისხმობ, აქციზების დაწესებას და ა.შ. ეს კიდევ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთისა თუ ჰიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით ხატავენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რისკები და ვფიქრობ, აქ გამოსავალი მაქსიმალური კომუნიკაციაა ჩვენი მხრიდან ამომრჩეველთან და ზუსტად ახსნა არა იმის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ აუცილებლად ეკონომიკურ სიკეთეში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში გადავა, არამედ რამდენ თვეში, როგორ, რა ტენდენციები გამოიკვეთება, რათა მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა თვალი გაუსწოროს ამას და არა აქედან წამოსულ იმ შავ და მუქ ფერებს, ასეთი ნერწყვისყლაპვით რომ ისმის ზოგჯერ”, – განაცხადა ქანთარიამ.
წყარო : guardian.ge