ნუკრი ქანთარია – საზოგადოება სამართლიანად არის გაბრაზებული დაუსჯელ „ნაციონალურ მოძრაობაზე”

უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სამოქალაქო დაპირისპირების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ქანთარიამ კომენტარი პარლამენტში, დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:

„მოდაში შემოვიდა ცნება – „სამოქალაქო დაპირისპირება”. პირველად ეს ტერმინი პარლამენტში, უმცირესობის მხრიდან გაისმა, შემდეგ ტელევიზიებმა აიტაცეს და ბოლოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგვესმა, რომ არის სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები, არის ამის წინაპირობა ან სახეზე გვაქვს სამოქალაქო დაპირისპირება. მინდა ყველას გავახსენო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ტრაგიკული ავადმყოფობა გადაიტანა და კარგად ვიცით, რა ნიშნები აქვს სამოქალაქო დაპირისპირებას, როგორია მისი სიმპტომები და როგორია მისი განვითარება. ასე რომ, დღეს არავითარი ამის ნიშან-წყალი არ შეინიშნება. არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოება სამართლიანად არის გაბრაზებული დაუსჯელ „ნაციონალურ მოძრაობაზე”, განსაკუთრებით კადრების გავცელების შემდეგ”, – განაცხადა ქანთარიამ. უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სამოქალაქო დაპირისპირების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ქანთარიამ კომენტარი პარლამენტში, დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:

„მოდაში შემოვიდა ცნება – „სამოქალაქო დაპირისპირება”. პირველად ეს ტერმინი პარლამენტში, უმცირესობის მხრიდან გაისმა, შემდეგ ტელევიზიებმა აიტაცეს და ბოლოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგვესმა, რომ არის სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები, არის ამის წინაპირობა ან სახეზე გვაქვს სამოქალაქო დაპირისპირება. მინდა ყველას გავახსენო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ტრაგიკული ავადმყოფობა გადაიტანა და კარგად ვიცით, რა ნიშნები აქვს სამოქალაქო დაპირისპირებას, როგორია მისი სიმპტომები და როგორია მისი განვითარება. ასე რომ, დღეს არავითარი ამის ნიშან-წყალი არ შეინიშნება. არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოება სამართლიანად არის გაბრაზებული დაუსჯელ „ნაციონალურ მოძრაობაზე”, განსაკუთრებით კადრების გავცელების შემდეგ”, – განაცხადა ქანთარიამ.

Comments
Loading...