ნუკრი ქანთარია: ვფიქრობ, დაშანტაჟება ნიკა გვარამიას მოგონილი ამბავია

რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი შუამავალი იყო და მას მუქარებს გადასცემდა – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ, ის აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

“ნიკა გვარამია არ არის ის პერსონა, რომლის მიმართაც ვინმეს დასჭირვებოდა შანტაჟი, ის არის დაქირავებული დირექტორი. მე მაინც ვფიქრობ, ეს მისი გარკვეული ტექნოლოგიები და მოფიქრებული ამბავია. მაგრამ თუ ეს ნამდვილად ასე არ არის, მე აუცილებლად მკვეთრ განცხადებებს გავაკეთებდი.

“რუსთავი 2″ – ის ნამდვილი მეპატრონეები ხმას არ იღებენ, გასუსულები არიან. მხოლოდ დაქირავებული ადამიანი, ნიკა გვარამია აქტიურობს. მეპატრონეებისგან არაფერი არ ისმის. ეს ბადებს ძალიან დიდ კითხვებს.

მე ალექსი ახვლედიანს ერთი-ორჯერ შევხვდი ამ ოლიმპიადის დროს. ისიც არ ვიცოდი, გვარამია და ის მეგობრები თუ არიან. მთავარია, ორივემ გულწრფელად ითანამშომლოს გამოძიებასთან. კატეგორიულად მინდა გამოვრიცხო, რომ ახვლედიანი იყო ის პიროვნება, რომელსაც უნდა წაეღო გვარამიას მესიჯები. ორივეს ვურჩევ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. რომ გაირკვეს, რას ჰქონდა მართლა ადგილი. ეს იყო ფანტაზიის ნაყოფი – მოდი გავამწვაოთ სიტუაცია-თუ მართლა ჰქონდა ასეთ რამეს ადგილი. რასაც მე ძალიან დიდი ალბათობით ვამბობ. აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი გამოაშკარავებული”, – აღნიშნა ქანთარიამ.

Comments
Loading...