“ნუთელას”გაყიდვა მსოფლიოს სუპერმარკეტებში აიკრძალა
იტალიური კომპანია „ფერეროს“ მიერ წარმოებული შოკოლადის კარაქი “ნუთელა” მსოფლიოს სუპერმარკეტებში აიკრძალა. Huffington Post–ის ცნობით, „ნუთელა“ ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიცაა პალმის ზეთი, რაც კიბოს საშიშროებას ზრდის.
აღმოჩნდა, რომ პალმის ზეთი ტემპერატურის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო კარცოგენული ხდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი კომპანია პალმის ზეთისთვის საკმაოდ მაღალ ტემპერატურას იყენებს, რათა პროდუქტის ნატურალური წითელი შეფერილობა და სურნელი გააანეიტრალოს. თუმცა, ნუთელას შემქმნელმა, ფერერომ, Reuters–ს განუცხადა, რომ პროდუქტის დამზადებისას, ისინი ასეთ მაღალ ტემპერატურას არ იყენებენ.
geotimes.ge