ობამა – თურქეთს აქვს უფლება, დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თურქეთს აქვს უფლება დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე.

„თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე.

ახლა უმთავრესი საკითხია, რომ რუსეთმა და თურქეთმა არ დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის მიერ რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას.

თურქეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული ბომბდამშენი დღეს ჩამოაგდო. თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სუ 24“-ის ჩამოგდების პირველი კადრები გავრცელდა, სადაც აფეთქებულ სუ24-თან ერთად დაღუპული რუსი მფრინავიც არის აღბეჭდილი. თურქეთი ნატო-ს წევრი ის ერთადერთი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევა აღარ აპატია.

ვლადიმერ პუტინი კი, ანკარას ტერორისტების მხარდაჭერასა და „ზურგში დანის დარტყმაში“ ადანაშაულებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.