ობამამ ლგბტ ჟურნალის ყდისთვის ფოტო გადაიღო
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირველი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურია, რომლის ფოტოც გავლენიანი ამერიკული ლგბტ ჟურნალის – Out – ყდაზე გამოჩნდა. ჟურნალმა მას “წლის მოკავშირე” უწოდა – საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში.
რედაქციაში აღნიშნეს ობამას ერთგულება ქვეყნის მოქალაქეების თანასწორობისადმი.
Out-ის კოლექტივს განსაკუთრებით მოეწონა პრეზიდენტის რეაქცია უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ერთსქესიანი ქორწინებები აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე ეცნო კანონიერად.ობამამ ვერდიქტს დიდი გამარჯვება უწოდა.