ოჩამჩირეში, ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში სეპარატისტებმა მრევლი არ შეუშვეს

ოჩამჩირეში, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დღეს მრევლისთვის დაკეტილია.

გავრცელებული ცნობით, ეკლესიის დაკეტვის გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზური ეკლესიის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესარიონ აპრლიამ მიიღო. მისი თქმით, ეკლესიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ტაძარში შესვლა , დღეს არ შეეძლება.

XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედი ტაძარია, თუმცა დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წირვა არ ჩატარებულა.

ადგილობრივების განცხადებით, ტაძრიდან დაახლოებით 400 მეტრში რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტი მდებარეობს. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების, ასევე ჯარისკაცების როტაციის გამო, ტაძრის მიმართულებისთ გადაადგილება შეზღუდულია.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...