ოდესაში მოხალისეთა შტაბის აფეთქებას შეეცადნენ

ოდესაში, ქუჩაზე სადაც მოხალისეთა ორგანიზაციის “ოდესის თავდაცვის” შტაბი მდებარეობს, წუხელ ყუმბარა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

აღნიშნულ მისამართზე ეს პირველი აფეთქება არაა. ცნობილია, რომ  თვითნაკეთი ბომბი მოხალისეთა შტაბთან 2015 წლის 3 აგვისტოსაც აფეთქდა.

Comments
Loading...