ოჯახი, რომელიც ბებოსთან უჩვეულოდ ერთობა (ვიდეო)

ქუთათელაძეების ოჯახში პნევმატური თოფით ბებიას წვალების ვიდეოკადრებმა ქართულ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში დიდი რეზონანსი და კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, როგორც გადაცემა „პროფილში“ ნონა ქუთათელაძემ აღნიშნა, ეს უბრალო ხუმრობა იყო და მისი ოჯახი ხუმრობებით ცნობილია.

 

ნონა ქუთათელაძემ კრიტიკოსებს მოუწოდა საკუთარ მშობლებს მიხედონ, რომლებსაც შესაძლოა ქუჩაში„ხელები აქვთ გაშლილი“.

ტელეწამყვან მაია ასათიანის რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში ბებოსთან ხუმრობის სხვა ვიდეოც აქვს ატვირთული.

Youtube-ზე იძებნება ვიდეო, სადაც ნონა ქუთათელაძე ახლობლების ქორწილში ბებიასთან ერთად ცეკვავს, შემდეგ კი ერთ-ერთი ახალგაზრდა ბებიას ხელში აიტაცებს და „დაისის“ ჰანგებზე ხელში აყვანილს აცეკვებს.

Comments
Loading...