ოჯახის თქმით ბორჩაშვილის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი აბსურდულია

საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქისტ დავით ბორჩაშვილის ოჯახი, ბორჩაშვილის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

მათი თქმით, ბორჩაშვილი, რომელის დეპორტაციაც თურქეთმა განახორციელა, საქართველომ არ მიიღო და უკან თურქეთში გააბრუნა, ამის შესმდეგ კი ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„არაფერი არ ვიცით დათოს შესახებ. არ ვიცით მიიღო თუ არა თურქეთმა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ ძალიან ცუდად იყო. სისხლში აქვს ინფექცია შეჭრილი, სისხლდენა ჰქონდა ფეხიდან. კალიასკაში მჯდომს რა უნდა დაეშავებინა, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა? ეს ჩვენი სამშობლოა. ახლა კი ნამდვილად გვიჩნდება კითხვა, ვართ თუ არა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები?“,– ამბობს ბორჩაშვილის მამიდა.

მისივე თქმით, ახალგარდას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია.

ცნობისთვის, ბორჩაშვილი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰყავდათ შეყოვნებული. ოფიციალური ინცორმაცია მიღებას ამ დრომდე ვცდილობთ.

ოჯახი კი აცხადდებდა, რომ სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ მისი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, რაც მათივე მტკიცებით, აბსურდულია, თუმცა მათთვის გაუგებარია რატომ აბრუნებს ახალგაზრდას თურქეთში მისივე ქვეყანა და მტკიცებულებების ქონის შემთხვევაში, რატომ არ აკავებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.