ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა ბავშვთა სახლებში

ინტერნეტმომხმარებელი ნიკა თუშაბრამიშვილის პოსტს “ფეისბუქზე” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი, კახეთში მომხდარი, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ფაქტი გახდა, რომლის შესახებაც იგი წერს:

“არ შემეძლო არ გამევრცელებინა ეს ამბავი – გუშინ თელავში დავკრძალეთ ჩემი უახლოესი მეგობარი, სახელს და გვარს არ ვწერ, რადგან არ ვიცი რამდენად ესიამოვნება მის ოჯახს. აბსოლუტურად მოულოდნელი, რევოლუციურიც კი და აღსაფრთოვანებელი იყო მისი ოჯახის გადაწყვეტილება: ოჯახმა უარი თქვა ქელეხის გადახდაზე და მთელი შემოსული თანხა გადარიცხა უპატრონო ბავშვთა სახლებში. მე ამ საქციელით ვარ აღტაცებული. ეს არის საქმეც, აწ გარდაცვლილისადმი უდიდესი სიყვარულიც და მიცვალებულის პატივისცემაც”
– წერს ნიკა თუშაბრამიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.