ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფება იქმნება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება.

 

აღნიშნულ შეთანხმებას მოსკოვში, გასული წლის 21 ნოემბერს მოეწერა ხელი.
შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა ორივე მხარის მიმართ შეიარაღებულ თავდასხმაზე და სხვა სამხედრო საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირება იქნება.
ერთობლივი ღონისძიებების და მოქმედებების დაგეგმვა მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მოხდება.
რატიფიცირებული დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანებულ დაჯგუფებაში რუსეთის მხრიდან შევა რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დისლოცირებული, ხოლო აფხაზური მხრიდან ორი მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები და ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი აგრესიისა და საომარო მოქმედებების შემთხვევაში, დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.
Comments
Loading...