ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავარი წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიზე მცხოვრებმა პირებმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლიონ, ბიომეტრიული პასპორტის ქონაა.

„ვიზის ლიბერალიზაციით სარგებლობისთვის პირველი წინაპირობა, როდესაც ის ამოქმედდება, ეს არის ბიომეტრიული პასპორტის ქონა, ეს არის ნომერ პირველი წინაპირობა და ეს პირობა, რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს.”- განაცხადა ჯანელიძემ.

Comments
Loading...