ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ბაზა ახალი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქი წლის განმავლობაში 150 ერთეული ახალი ტექნიკით განახლდა, რომელთა შორისაც არის ახალი ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი ისკანდერ – ემი, რომელსაც 500 კილომეტრის რადიუსში შეუძლია რეაქტიული კომპლექსების, არტილერიისა და ვერტმფრენების განადგურება.

შეიარაღების განახლება 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.