ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში გადმოსულ ოჯახს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაეხმარა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ოჯახი მოინახულეს, რომლებიც ყრუ-მუნჯთა თავშესაფარში არიან შესახლებულები.

მცირეწლოვან ბავშვსა და ორსულ დედას, სამინისტროს თანამშრომლებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს და უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათზე მზრუნველობას მომავალშიც გააგრძელებს. მიუხედავად ამისა, ოჯახის პრობლემები ბოლომდე ვერ გვარდება, ნებისმიერი სახის შემოწირულობა ამ ოჯახისთვის მნიშვნელოვანია.

Leave A Reply

Your email address will not be published.