ოლეგ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

ოლეგ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირებმა შეწყალების შესახებ პირობა უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღეს. აღნიშნული შეთანხმება, მელნიკოვის განმარტებით, მათ დათა ახალაიამ გააცნო. გუშინდელი სასამართლო პროცესი ერთი მოწმის დაკითხვით დასრულდა. პროცესს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც დაესწრო. შემდეგი პროცესი 25 დეკემბერს, 14.00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.