ოლიმპიურმა კომიტეტმა 67 000 ლარი ავტომობილების გარეცხვისთვის გამოყო

ოლიმპიურმა კომიტეტმა 67 000 ლარი ავტომობილების გარეცხვისთვის გამოყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას “მონიტორინგის ცენტრი მედიატორი” წევრი თორნიკე ბიკაშვილი ასაჯაროებს:

ოლიმპიურმა კომიტეტმა 67 000 ლარი ავტომობილების გარეცხვისთვის გამოყო
asaaa

“ოლიმპიურმა კომიტეტმა ავტოსამრეცხაოს კონსტრუქციის დადგმისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით 67 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა , ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში რომელიც 5 დღის განმავლობაში გრძელდება ავტობუსების, მიკროავტობუსების და პატარა მანქანების რეცხვისათვის. ის , რომ ოლიმპიადისათვის ხელშეკრულებები არამიზნობრივად და კორუფციული გარიგებებით ფორმდებოდა ამაზე ბევრი ფაქტი მოწმობს. ამჯერად ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ. სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდა ამხელა ხარჯის გაწევა ოლიმპიურ კომიტეტს მითუმეტეს , რომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე ავტოსამრეცხაოს დემონტაჟი უნდა მოხდეს. სულ რომ დღეში 50 ავტობუსი გარეცხონ, 50 მიკროავტობუსი და 50 პატარა მანქანა გამოდის რომ დღეში 150 ერთეულის გარეცხვა მოუწევთ და 5 დღეზე თუ გადავიყვანთ აღნიშნულ რაოდენობას გამოდის 750 ერთეული , ხოლო თუ 67 000 ლარს ანუ ოლიმპიური კომიტეტის მიერ დახარჯულ თანხას გავყობთ გასარეცხი ავტომანქანების რაოდენობაზე, გამოდის , რომ კომიტეტი თითო ერთეულის გასარეცხად 89 ლარს იხდის რაც ყოვლად წარმოუდგენელი თანხაა . ამ ყველაფერს აგრეთვე ემატება წყლისა და ელექტრო ენერგიის მომსახურეობაც რასაც აგრეთვე ოლიმპიური კომიტეტი ხარჯავს. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ რა გზაც ამ ავტობუსებმა უნდა გაიარონ ოლიმპიურ სოფელთან უკვე ჩავარდა”. აცხადებს მონიტორინგის ცენტრ-მედიატორის წევრი თორნიკე ბიკაშვილი

Comments
Loading...