ომბუდსმენი „კაბელების საქმეზე“: ეს ადამიანები არ უნდა იხდიდნენ სასჯელს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი საკმაოდ უსაფუძვლოა და ეს ადამიანები არ უნდა იხდიდნენ სასჯელს. ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის განხილვა დაიწყება.

რამდენიმე თვის წინ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს – ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიმდინარე წლის 16 მაისს მიიღო.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

Comments
Loading...