ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა(ფოტომასალა)

30 იანვარს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა თეატრმა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა წარმოადგინა.

სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო „გორდასა“ და „აბესალომ და ეთერის“ კოსტიუმები და პარტიტურები, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.

სპექტაკლის „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვანი პარტიები შეასრულეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერლებმა – ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.

ღონისძიებას პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ:

ძალიან ემოციური დღეა, ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა ოპერისა და ბალეტის თეატრი. მინდა, მივულოცო საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ეს კედლები. მინდა, მივულოცო ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს ეს მართლაც სასიხარულო დღე და მინდა მივულოცო თბილისს. ასევე მინდა, რომ ყველანაირი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. მე როგორც ერთმა მოქალაქემ, გიორგი კვირიკაშვილმა მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის და ეს შენობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება ამ წარმოდგენას. ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქნება კიდევ ასეთი. სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს, უბრალოდ, ალბათ ძალიან ბევრნი არიან და არ მინდა უაზრო ჟესტი გამომივიდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

რათქმაუნდა ღნიშნულ ღონისძიებას გსაზოგადოების გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია,სოციალურ ქსელში განხილვის თემას ოპერისა და ბალეტის თეატრში მყოფი, ბეწვის ქურქიანი ქალბატონები გახდნენ.

886820_212913839053648_5851359903312460324_o

981230_212914449053587_8315090434817762720_o

1614300_927015110680097_1295923051810223222_o

10610846_927015304013411_6807245821667520953_n

10687441_927015200680088_8995934671618437589_o

11057495_927015017346773_556085857450342667_o

12493609_927014637346811_3380348047204853856_o

12594039_212913882386977_1738174145788668461_o

12604696_212914432386922_5167805769260298172_o

12605446_212913835720315_4181045745594334391_o

12605503_212914049053627_2984545824260214816_o

12615301_212914159053616_3258487317064848760_o

12615532_927014750680133_4635960057922130382_o

12615532_927015197346755_2407963409697081198_o

12622249_212913959053636_6426679366654292590_o

12622253_927014730680135_4462954154370738476_o

12622275_212913935720305_7600286364830188605_o

12631525_927015537346721_3639463893755510280_n

12633698_212913879053644_5062885483494048236_o

12644693_642542259217015_1333910419246480759_n

12646630_212932252385140_170019535756821120_o

12646932_927015814013360_7412298714106322314_o

12654443_927015650680043_7525040120662152666_n

12657213_927015480680060_443057947313418353_o

12657315_212914319053600_2265269222512067172_o

12657327_212914029053629_4438034296199009927_o

12657363_212914162386949_6511979211648718982_o

Comments
Loading...