ოფიციალური კრემლის ინფორმაციით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა არ იგეგმება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ იგეგმება. აღნიშნული განცხადება პესკოვმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, “რუსეთი მზად არის იმეგობრობს ამერიკასთან, თუმცა ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება”.
ამერიკის 45–ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს კონგრესის შენობასთან გაიმართა.

8 ნოემბრის არჩევნებზე ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

Comments
Loading...