ოპოზიციასთან ერთად პენსიების მატებას მმართველი გუნდიც ითხოვს – პრემიერს 10 დღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ადასტურებს, რომ პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან პენსიის ზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომიტეტის თავმჯმდომარის ინფორმაციით, რამდენიმე ვარიანტი უკვე შემუშავებულია და პენსიის ზრდაზე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს.

მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების მატება საპრლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

უმცირესობის გათვლებით, 700 ათასამდე პენსიონერისთვის მთავრობამ 420 მილიონი ლარი უნდა გამოყოს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თანხა ხელისუფლებამ ხელფასებიდან და ადმინსიტრაციული ხარჯებიდან უნდა დაზოგოს, რომელიც 2012 წლის შემდეგ 456 მილიონით არის გაზრდილი.

ნაციონალური მოძრაობის ამ ინიციატივას არ ეთანხმება მმართველი გუნდი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 50 ლარით პენსიის ზრდა რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული ან განათლების პროექტის შეჩერებას ნიშნავს.

Comments
Loading...