„ოპოზიციურმა ბლოკმა“ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა

„ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერმა ნიკოლაი სკორიკმა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ქალაქის მერი გენადი ტრუხანოვი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

„ჩვენ ვიხილეთ ტიპიური შეთქმულება, როდესაც ხელისუფლება მერისა და გუბერნატორის სახით მოლაპარაკებულია არჩევნების შედეგებზე. ახლა ისინი ქალაქის მასშტაბით აწარმოებენ არჩევნების გაყალბებას .” – განაცხადა ნიკოლაი სკორიკმა.

მისი თქმით, ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის ხელისუფლება ეგზიტ–პოლის მონაცემებს იყენებს.

თავად სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო– “რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, ეს ხომ აბსურდის თეატრია… ხომ იცით რა ბიუჯეტი გამაჩნია – ნული გრივნა, გზის ასი მეტრის დაგებაც არ შემიძლია, სახურავის გადახურვაც არ შემიძლია, სკოლებსაც ვერ ვეხმარები. რა რესურსი უნდა უნდა ჰქონდეს ოდესის ადმინისტრაციის მეთაურს? არანაირი. ჩემი ერთადერთი რესურსი – ჩემი ენა და ფეხებია.”

Leave A Reply

Your email address will not be published.