ოპრა უინფრი აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებს

მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანი, ოპრა უინფრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე ფიქრობს.

უცხოური პრესის ინფორმაციით, პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის აზრი ოპრა უინფრის დავიდ რუბინშტეინის ტელე-შოუში მონაწილეობის დროს გაუჩნდა.

შოუს წამყვანმა ოპრას კითხვა დაუსვა, იფიქრებდა თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ეყარა.

„აქამდე არ მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ და აქამდე რა წარმატებებიც მქონია, იმედს მაძლევს მიზანს მივაღწიო. აქამდე მეგონა არ მქონდა საამისოდ გამოცდილება, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ უკვე“, -განაცხადა ოპრა უინფრიმ.

Comments
Loading...