ოქრუაშვილი: არ მინდა ჩემმა შვილებმა ივანიშვილის სახანოში იცხოვრონ

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში გაზაფხულიდან ახალ პოლიტიკურ პროცესებს აანონსებს, რომელიც მისი თქმით დაასრულებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს

“მილიონ კაცს ის[ბიძინა ივანიშვილი] ვერსად ვერ წაიყვანს, იმ მილიონ კაცს, რომელმაც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. გაზაფხულზე გარკვეული პროცესები აიღებს სათავეს, რომლითაც ჩვენ მას მმაჩის ბიუროში აუცილებლად მივიყვანთ და ეს ყველაფერი დამთავრდება ასე, მცირეფასიანი სანახაობებით როდემდე უნდა კვებოს ადამიანები.

ახლა მიდის საუბარი გარკვეულ გეგმაზე, არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე, რადგან ჩემგან არ იქნება სწორი სხვებთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა. ეს ყველაფერი რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნეზე უკვალოდ არ ჩაივლის, ამ ყველაფრის ასე გაგრძელება შეუძლებელია, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მე არ მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ივანიშვილის სახანოში. საქართველო ყოველთვის იყო თავაწეული ადამიანების ქვეყანა და ყოველთვის იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

Comments
Loading...