ორდენი ლოთობისთვის – პეტრე I-ის ორიგინალური გადაწყვეტილება!

რუსი იმპერატორის პეტრე პირველის ბრძანებები ყოველთვის  გამოირჩეოდა ორიგინალურობით. მაგალითად, 1708 წლის 9 დეკემბერს გამოცემულ სიგელში ეწერა: „ხელქვეითი ხელმძღვანელის წინაშე ყოველთვის სულელის გამომეტყველებით უნდა წარდგეს, რათა უფროსმა მისი ჭკვიანური გამომეტყველების ხილვისას თავი უხერხულად არ იგრძნოს“.

ორიგინალური იყო ლოთობასთან ბრძოლის პეტრესეული მეთოდიც:
1714 წელს ლოთობაში შემჩნეული პირებისთვის იმპერატორმა რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის თუჯის ორდენის დამზადება ბრძანა.
ლოთობაში შემჩნეული პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ, თავზე რკინის რგოლს აცვამდნენ და ორდენს მასზე ჯაჭვით ამაგრებდნენ.
„რეგალია“ ჯაჭვის გარეშე, დაახლოებით, 7 კგ-ს იწონიდა. „დაჯილდოებულს“ მისი მოხსნის უფლება ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა. მასთან ერთად დადიოდა სამსახურში და ლოგინშიც მასთან ერთად ეძინა.

თავად ორდენის დამაარსებელი სასმელის ზომიერად მოხმარებაში ცუდს ვერაფერს ხედავდა და თავადაც სიამოვნებით „გადაკრავდა“ ხოლმე, მაგრამ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას და ლოთებს დასანახად ვერ იტანდა. პეტრეს ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო დღეს დათრობას გაბედავდა, მკაცრად ისჯებოდა – ოფიცერს ჩინის ჩამორთმევა, ხოლო ჯარისკაცს გაროზგვა ემუქრებოდა.
იმპერატორი ლოთობას უახლოეს ადამიანებსაც კი არ პატიობდა.
სამარცხვინო ორდენი და მისი „საზეიმო ვითარებაში“ გადაცმის ცერემონიალი, რაც საზოგადოების ხარხარის ფონზე, ორდენის დაკიდებას გულისხმობდა, თავად მოიფიქრა.
სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რამდენად შეამცირა პეტრეს ორიგინალურმა იდეამ იმდროინდელ რუსეთში ლოთების რაოდენობა.

წყარო

Comments
Loading...