ორი არასრულწლოვანი ბომბად გამოიყენეს ნიგერიაში
ორი არასრულწლოვანი ბომბად გამოიყენეს და მარკეტში აფეთქება მოაწყვეს ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურში. უცხოური მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი.
ქალაქ მაიდუგურის პოლიციის განცხადებით, მარკეტში აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შენობა მყიდველებით იყო სავსე. არასრულწოვანები 1 წუთიანი შუალედით აფეთქდნენ, ორივე მათგანი გარდაიცვალა.
პოლიციის თქმით, გოგონები მარკეტში სავაჭრო ურიკით შევიდნენ.
“ისინი რიქშით მოძრაობდნენ ჩემს წინაშე და სახეზე არანაირი ემოცია არ აღებეჭდებოდათ. მე ვცადე მათთან ინგლისურად გასაუბრება, თუმცა არ მიპასუხეს. ვიფიქრე რომ დედას ეძებდნენ”, – განაცხადა პოლიციელმა მედიასთან საუბრისას.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.