ორი კაციც და გავდივართ… კიდევ ვინ უნდა გადამალოს “ქართულმა ოცნებამ”?!

ორი კაცი ჰყავს “ქართულ ოცნებას” სასწრაფოდ გადასამალი – თოფაძე და ნარმანია. ღარიბაშვილი ხომ გადამალეს, აგერ კვირის ბოლოს სანდრო ბრეგაძეც მიაყოლეს, ჰოდა, ახლა ეს ორიც მიაყოლონ, თორემ ერთი სამარცხვინო რაღაცებს ამბობს, მეორე კი აკეთებს.

აღარაფერს ვამბობ თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შეურაცხყოფაზე, არც იმაზე, საკუთარი მთავრობის მინისტრს არჩევნების გაყალბებაში რომ ადანაშაულებს და ჰგონია, ამით მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიას ვნებს, არც იმაზე, დაპირებას რომ არ ასრულებს და პარლამენტიდან არ მიდის, მხოლოდ მის ბოლო “მარგალიტზე” ვიტყვი. ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში პირდაპირ თქვა: “ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაც უბედურება მომხდარიყო, უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ესენი აქედან გაგვეძევებინა”. “ესენი” “ნაციონალური მოძრაობაა”, ანუ თოფაძისთვის რომელიმე ქვეყნის ტანკების შემოვარდნა კი იქნებოდა უბედურება, მაგრამ “ნაციონალების” გასაძევებლად მაინც დასაშვებად მიაჩნია. ასეთი აზროვნების ხალხი, სამწუხაროდ, ბევრი იყო და არის. ასეთი ხალხის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს! ეს მარტო თოფაძეს არ ეხება, რა თქმა უნდა.

ნარმანიას კი სკანდალი სკანდალზე სდევს. რამდენიმე თვის წინ ვიცე-მერობიდან გადაყენებული ალექსანდრე მარგიშვილისთვის სპეციალურად შექმნეს სამსახური “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი”. ამის გამო მთელი ოპოზიცია აკრიტიკებდა მერიას. მერია და საკრებულოს უმრავლესობა კი ამტკიცებდნენ, რომ ეს საჭირო იყო. რამდენი კრიტიკა მოისმინეს საკრებულოს წევრებმა, უამრავი არგუმენტი მოიგონეს, რომ ნარმანიას ეს ახირება დაეკმაყოფილებინათ, ახლა კი მერიამ ამ სამსახურის გაუქმება გადაწყვიტა, უფრო სწორად, სხვა სამსახურისთვის შეერთება. ახლა საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკვე ამ გადაწყვეტილებას უნდა დაუჭირონ მხარი. საკრებულოს უმრავლესობის ადგილზე თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებენ და გაკვეთილს ისწავლიან. თუნდაც მერის ხათრით არ უნდა გააკეთო ის, რაც არასწორად მიგაჩნია და არც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები.

აღარაფერს ვამბობ პროკურორის შვილის სოციალურად დაუცველის სტატუსით პარიზში ცხოვრების ხარჯების დაფინანსებაზე. ეს საერთოდ გაუგონარი ამბავია. შესაძლოა, პროკურორი არაფერ შუაშია, რადგან ის გოგო თავად მუშაობდა მერიაში და ეტყობა,

გაგრძელება იხილეთ kvirispalitra.ge

Comments
Loading...