ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა

ორთაჭალაში გუშინ, ღამით დედა საკუთარმა ქალიშვილმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...