ოთარ ბექაური მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით

მინდა გამოვეხმაურო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ გარემოებებს. ბატონებო, არ გეჩვენებათ რომ ამ საქმეში ბევრი უზუსტობაა:

1)პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ამტკიცებენ რომ მაგდას ხელში უჭირავს ურო. ვიდეომტკიცებულებას თუ დავუკვირდებით, საერთოდ არ ჩანს რომ მაგდას ურო უჭირავს.იქნებ ცოცხია ან ხვა რამე… ამხელა ტარით შესაბამისაც დიდი ურო იქნება და ამხლა უროს ერთი პოლიეთილენის პარკი უძლებს? 

2) პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, მკვლელობის მოტივად მიჩნეულია ის რომ მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს ქმარი არ უყვარდა. (მოტივია, მოტივის უნახავს გაგხდის კაცს)

3) ტოლჩით დადიოდა და რეცხავდა თავგაჭეჭყილი კაცის სისხლს, თან დღიურში იწერდა რა უნდა ეყიდა. რა გარანტია ჰქონდა როცა ტოლჩით დარბოდა რომ დედამთილი არ შემოხვდებოდა ოთახში, დაბმული ჰყავდა?! ჩაატარონ ცდა და გვანახონ 50 კილოგრამი გოგო როგორ გაწევს გვამს. ან დედამთილმა არ თქვა შევიხედე და “პუფში” იჯდაო? ჯერ დაისვენა და მერე დაუწყო გვამებს თრევა? პლუს თუ დღიურში ადგენდა გეგმებს, მაშინ მოწმეებსაც მოიშორებდა ხომ? რომელი სულელი გეგმავს მკვლელობას, შემდეგ ამ ყველაფერს დაწერს ფურცელზე და ტელევიზორის თავზე შემოდებს?

ახლა რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს: ჩვენებაში აღწერილია რომ თითქოს ლანა პაპიძე ამბობს მაგდა ცუდად ექცეოდა ბავშვს, სცემდა და ჩაგრავდა. რასაც ლანა პაპიძე კატეგორიულად უარყოფს ჩემთან საუბარში. რადგანაც ლანა ითვლება ბრალდების მოწმედ და მას არ აქვს აქტიურობის უფლება, მოგახსენებთ მის პოზიციას: ლანა პაპიძე პროკურატურისგან მოითხოვს, ამოიღონ მისი დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი და აჩვენონ სად ამბობს რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე თავის მცირეწლოვან შვილს სცემდა და ჩაგრავდა.

უფლებადამცველი ოთარ ბექაური

Comments
Loading...