ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი დაშავდა ურეკი-ბათუმის გზაზე მომხდარ ავტოავარიაში
მსუბუქი ავტომანქანის ოთხი ახალგაზრდა მგზავრი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ურეკი-ბათუმის გზაზე მომხდარ ავტოავარიაში.
„პირველის“ კორესპონდენტის ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ში პირველს განუცხადეს, რომ გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან 12 წლამდე.