ოთო ბერძენიშვილის პირდაპირი დადანაშაულება და მაგდა პაპიძის სიზმარი – ინტერვიუ ლანა პაპიძესთან

მაგდა პაპიძის საქმე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავსდა არც არასოდეს დაკარგავს ალბათ. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. დრონი.ჯი დაინტერესდა მაგდას ახლანდელი ყოფით ციხეში და იმით, თუ რას აპირებს ოჯახი მაგდას დასაცავად. ჩვენი რედაქცია მაგდა პაპიძის დას, ლანა პაპიძეს დაუკავშირდა. ტანზე შემოხეული ტანსაცმელი, ოთო ბერძენიშვილის პირდაპირი დადანაშაულება და მაგდა პაპიძის სიზმარი – ეს ის თემებია, რომლებზეც ბრალდებულის დამ ჩვენთან ისაუბრა:

ლანა პაპიძე: იმ ღამით, როდესაც მაგდა დაიჭირეს და დიღმის პოლიციაში მიიყვანეს, მაშინდელი შემოხეული ტანსაცმელი სახლში მაქვს. მაგდა მაშინ ცემეს და ამას მიყენებული დაზიანებებიც ადასტურებს. სახალხო დამცველის აპარატმა დაადასტურა ეს ფაქტი, რომ მაგდა ნამდვილად ნაცემია და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, სტრასბურგში ჩასვლაც რომ დაგვჭირდეს. ასევე მაგდას სწორედ ამ დაზიანებების შემდეგ მოეშალა მუცელი, ის იყო ორი კვირის ორსული, ასევე დიაბეტიანი და ქალზე, რომელსაც ბრალი არ ჰქონდა დამტკიცებული ზეწოლა განახორციელეს.

(მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ ორსული ქალის ცემის ფაქტი არ დაადასტურა, ლანა პაპიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სულ ახლახანს დაადასტურა ეს ფაქტი და მან ამის შესახებ 17 აპრილს მაგდასთან ციხეში სტმრობისას გაიგო)

მაგდას მხრიდან არცერთი აღიარებითი ჩვენება არ დევს და არც არასოდეს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. 17 აპრილს, როდესაც მე ციხეში ვიყავი შესული, მაგდამ შესვლამდე დამრიეკა, რომ იქნებ მოახერხო და მალე მოხვიდეო და რომ მივედი დადებითად იყო განწყობილი – მე რასაც ვამბობდი გამართლდაო, რომ მართლა მცემეს და მაწამესო. თმით რომ მათრიესო და თავი მარტყმევინეს მაგიდასო ეს ყველაფერი დამტკიცდაო. ამის დამადასტურებელი საბუთები ყველაფერი დევს ეხლა მაგდასთან ციხეში და ადვოკატი რომ შევა გამოიტანს და ჩვენ აუცილებლად ვიჩვლებთ ამაზე. სახლში მაქვს ეხლა ის შემოხეული სისხლიანი ტანსაცმელი, ამბობენ ამ შარვლით მოკლაო, ამ ტანსაცმლით მოკლაო და სახლში მაქვს იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩავუტარო.

სამდიცინო ექსპერტმა გვითხრა, თმის ღერს აქვს ისეთი უნიკალური თვისება, რომ ერთი წვეთიც რომ მოხვედროდა მაგდას სხეულზე აუცილებლად დარჩებოდაო და არც ფრჩილის ბოჭკოვან უჯრედებში იყო სისხლი, ომარს კი იმდენი სისხლი ჰქონდა, ხელებიც გადამტვრეული, ნაბრძოლი იყო და რას მეუბნებით მაგდას ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდა? ეს ხომ არალოგიკურია. შენ ამის შემდეგ მიდიხარ და ეუბნები ქმარი განზრაახ დაჩეხეო – ეს არარეალურია, თან ამბობენ, რომ უროთი არ არის მკვდარი, ეს სასამართლოზეც გაჟღერდა, იმიტომ, რომ ომარს თავის ქალა ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ შიგ კენჭები ეყარა. იმხელა გახსნა იყო ჩემი სიძის თავის ქალის, რომ სამი ტემზის კენჭია ამოღებული და ეს სასამართლო პროცესზე ექსპერტმა თქვ კიდეც. პროკურორი კი ეუბნება მაგდას, რომ მკვდარი კაცი მოიკიდეო და ათრიეო. ხალხნო ეს არის სიცრუე – 9 კაცმა ძლივს აწია გარდაცვლილი ომარის გვამი, რა სისულეა მაგდა როგორ გადააადგილებდა? ათრიეო , ზურგით ატარეო…

თან ამბობობენ ომარის სისხლის კვალზე ნერწყვია და მესამე პირის კვალია ამოსული და წადი და ეძებე ის მესამე პირი რომ დგები და ჩემს დას რომ ადებ ხელს. სასწაულებია … არ იკვლევდნენ არაფერს. 3 გრადუსი ყინვა იყო და იქ ხო არ დავიწყებდით დეტალების გარკვევასო. ხალხნო ოთახიც კი არ დალუქეს, ხო ამბობდნენ, რომ იქ მოხდა მკვლელობა არ დალუქეს „პრახადნოი“ იყო იმ ოთახში, ასე ვინ იქცევა გამოძიებისას? მე სამოთახიანი ბინა მაქვს, ბოლობოლო იქ მოვიყვანდი და იქ დავასვენებდი ცხედრებს, ოთახი არ უნდა დალუქულიყო?

თვითონ მაგდას რა ვერსია აქვს მკვლელობის?

მაგდას ჯერ ის არ სჯეროდა, რომ თოკო ცოცხალი არ იყო. 6 თვე ეგონა, რომ შვილს ვუმალავდით. თვალებღია ნახა მაგდამ ბავშვი და ასე ამბობს, რომ ვეციო და სავარძელში ჩავაჯინეო, იქ არის სწორედ გაგუდული. ორმაგი ასფიქსიითაა ბავშვი მკვდარი, ანუ ვიღაცამ პირში ნაჭერი ჩაუდო და ძალით გაგუდა. ამის შედეგად ბავშვს ენა აქვს გადაყლაპული.

გარდა ამისა მკვლელობაში არის ბევრი ისეთი დეტალი – მაგალითად ეხლა უნდა ვიგებდეთ, რომ ომარის საბურთალოზე აღებული ჰქონდა ერთ ოთახიანი ბინა ქირით, სადაც თოკოც დაჰყავდა ხოლმე. ბავში იყო ხშირად მამასთან და ეტყობა დაჰყავდა იქ.. ეს ყველაფერი გავიგეთ ომარის ტელეფონიდან, რომელსაც არ გვაძლევდნენ…

სხვათაშორის მეგობრებში მყავს იმ კორპუსელი ქალი ფატი და დამირეკა ამასწინ, არ შემიძლია არ დაგეკონტაქტოო, მე კოლგოტებს და წინდებს ვყიდი ამ კორპუსის დაბლაო, ასაკიანი ქალია, ხოდა მე შენი სიძე და ბავშვი მყავს დანახულიო, ამ სადარბაზოში შედიოდნენ და გამოდიოდნენო.

გაჩერებასთან ეყარა თურმე გვამები. 9ის 15 წუთებზე მკვდარი ყოფილა თურმე ომარი, შობის დღეები იყო და ყველა სახლში იყო და სახლში მოკლა და ამ სიცივეში რამდნი წყალი ზიდა, რომ ის დასისხლიანებული სახლი წმინდა? ეს აფსურდია ხალხნო.

ჯერ დედამთილი ამბობს, რომ ჭურჭელს რეცხავდაო ამ დროის განმავლობაში მაგდაო, მერე შევიხედეო და ჩაის სვამდა და ტელევიზორთან იჯდაო და ანუ რას ამბობთ სახლში ჰყავდა ამ დროს გვამები?

მაგდამ დერეფანი რომ გამოვიარეო, სიბნელეა იქ ძალიან, დავინახე ომარიო, ახლოს რომ მივედი პირქვე ეგდო სულ სისხლიანიო და დავიწყე კივილიო, მეზობლებიც ამბობენ, რომ მაგდა განწირული ხმით ყვიროდაო, ხოდა იქვე ხის ჯიხურია გარეთ და იქ ეგდო თოკოო ბალხებშიო… მე მჯერა იმიტომ, რომ თორნიკეს თმებში ამოღებული არის ბალახები შუა დეკემბრში.

როცა შენ პროკურორი მეუბნები ომარის ქუდი, კაშნე და ქურთუკი დასისხლიანებული ამოღებულია ნაგვის ურნიდან და თან მეუბნები, რომ სახლშია მოკლულიო, დაიცა ანუ კურტკით, კაშნეთი და ქუდით ეძინა?

რაც შეეხება ციხის პირობებს, როგორ პირობებშია მაგდა იქ?

მაგდა საკანში არის იზოლირებული და მარტო ზის. მოგეხსენაბთ ციხის პირობები, ათასი უბედურება და ჩხუბი ხდება, ამიტომაც არის მარტო. მხოლოდ ციხის ბადრაგები ნახულობენ და აწვდიან სჭმელს და რაც დასჭირდება… სარკეს არ აძლევდნენ თურმე, შეშინებიათ თავს რამე არ უატეხოსო.. ეხლა რავიცი ნორმალურად არის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ბადრაგებიც აქცევენ ყურადრებას, ასევე შედის მამა გურამი, რომლისაც დიდი კმაყოფილია მაგდა, თან ბავშვს გლოვობს და მოკლედ ციხე ციხეა მაინც.

სრული ვერსია ნახეთ დრონი.ჯი– ზე

Comments
Loading...