“ოცნებამ” საბოლოოდ დაასამარა სამართალი და კიდევ ერთხელ მოკლა სანდრო გირგვლიანი !

– ა/ო „გაერთიანებული საზოგადოების“ ხელმძღვანელი ანი დარსალია ლევან მუსურიძის დანიშვნას ეხმაურება

„დღეს იუსტიციის უმღალესმა საბჭომ 10 ხმით სააპელაციო სასამართლოს მუდმივ მოსამართლედ აირჩიეს ლევან მუსერიძე ადამიანი ზურაბ ადეიშვილის და კოტე კუბლაშვილის მეგობარი და ძმადნაფიცი სამ გაღმაურებულ და სამართლის წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში ფიგურირებს შეგახსენებთ მათ:
ლევან მურუსიძე _ “ოპოზიციონერი” მოსამართლეების საქმეში
ლევან მურუსიძე, რომელიც წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა და შემდეგ კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელი იყო, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი თითქმის ყველა იმ უფლებადამცველისა და ადვოკატისგან, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.
“ლევან მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც თვალი არ დაახამხამა და უზენაესი სასამართლოსოთხი მოსამართლე, მათ შორის მეც, უზენაეს სასამართლოში დაკავებული თანამდებობებიდან,უკანონოდ გაათავისუფლა. მას გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებულიდა წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში,მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა. ეს ადამიანები თავის ცოდვას ვერგამოისყიდიან”. _ ეს კომენტარი მერაბ ტურავამ მაშინ გააკეთა, როდესაც მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ლევან მურუსიძე _ სულხან მოლაშვილის საქმეში
გირგვლიანის საქმის გარდა, მურუსიძე კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. 2006 წლის 23 ივნისს მან წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლის აღზევება პრემიერ ღარიბაშვილის კარზე2015 წლის 7 ივლისს მოხდა.
თუმცა, ლევან მურუსიძემ გზა კანცელარისკენ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას გაჭრა…
“ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი, “– ასეთ გარანტად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე მოიხსენია, როდესაც მას ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურთან ერთად შეხვდა.
ეს ამბავი”ქართული ოცნების” გამარჯვების ერთი წლისთავზე, 2013 წლის 1 ოქტომბერს მოხდა…
რა ინფორმაციით იხელმძღვანელეს საქართველოს პრემიერებმა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტად გამოაცხადეს ადამიანი, რომლის თვალწინ გაირა 9 წლიანმა მართულმა სასამართლომ და ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი არაფერზე? ვინ აცნობს პრემიერებს ამ ადამიანების განვლილ გზას და საერთოდ, თვლის თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი, რომ მოსამართლეების მთავარი “ბეგრაუნდი” მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებია, რომლებიც საზოგადოებას არ ავიწყდება?
ამბობენ, ლევან მურისიძეს კარგი ლობისტები ჰყავსო… კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებენ კოალიციის ერთ-ერთი მძლავრი პარტიიდან, მაგრამ ჩვენ დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან, როგორც ყოველთვის, თავს შევიკავებთ….
როგორი იყო მურუსიძის წარსული საქმეები, რომელიც მის სამოსამართლო საქმიანობაში ჩაიწერა, ამის შესახებ, როგორც ჩანს, ჯერ პრემიერ ივანიშვილისთვის, შემდეგ კი პრემიერ ღარიბაშვილისთვის ინფორმაციის მიწოდება თავიანთ მრჩევლებს, საჭიროდ არ ჩაუთვლიათ.
არის კიდევ უფრო უარესი და მეტად სარწმუნო ვარიანტი: ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელის და ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრის გადაბირების სურვილი იმდენად დიდია, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებიც კი გადაფარა… საქმეები, რომელზე აპელირებითაც “ქართულმა ოცნებამ”მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა…
საუბარია იმ ლევან მურუსიძეზე, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ისე გაიარა გზა ხელისუფლების კონტროლირებად (სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ იყო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ. ავტ) სასამართლოში, რომ არასდროს გამოუთქვამს მცირეოდენი შეშფოთებაც კი იმ მოვლენებზე, რაც სასამართლოში ხდებოდა. უფრო მეტიც, ის იმ პრივილეგირებულ და სანდო მოსამართლეთა სიაში აღმოჩნდა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს.ლევან მურუსიძის ხელმოწერა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.
ამ ყველაფრის შემდეგ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ასეთ ადამიანებზე იდება ფსონები. თამამად ვაცხადებ ოცნება კიდევ ერთხელ მოკლა სანდრო გირგვლიანი და სამართლიანობა დაასამარაა სამუდამოდ !“

Leave A Reply

Your email address will not be published.