“ოცნებას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებით უნდა ქვეყნის გაკონტროლება” – სევდია უგრეხელიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლისა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, “ქართული ოცნება”, მის მიერ შეთავაზებული მაჟორიტარებით, კიდევ ერთხელ ეუბნება საზოგადოებას, რომ ეს ძალა ხალხისთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებს.

„ოცნების მაჟორიტარების წარდგენა მეტყველებს იმაზე, რომ მათ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებით უნდათ ქვეყნის გააკონტროლება.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროფესიული გუნდით ამას 8 ოქტომბერს დავასრულებთ და ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ თუ  შენება და განვითარება გვსურს, ამას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

 

წყარო:პრაიმნიუსიჯორჯია

Comments
Loading...