“ოცნებას” მინუს “რესპუბლიკელები?”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ -ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის ინიციატივით გამოდის. მინიშნება ამის შესახებ მეჭიაურმა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მეჭიაურის თქმით, იმისთვის, რომ ყველა პარტიამ მიიღოს თავისი დამსახურების შესაბამისი და არა იმდენი რამდენი ამბიციაც აქვს, ამისთვის აჯობებს განსაკუთრებით დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მეჭიაურის თქმით, ამით განისაზღვრება მათი რეალური რეიტინგი. “ოცნების” წევრი ძირითადად რეპსუბლიკელებს გულისხმობს:

“თუ გაირკვევა, რომ ექნებათ იმდენი ძალა და მხარდაჭერა, რომ დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ…თუ ვერ შეჯერდება ორი სუბიეტქი იმ თანაფარდობაზე, რომელიც რეალურად ასახავს მათ შორის ბალანსს რეიტინგების თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში ახლოს მაინც არ იქნება რეალობასთან, მაშინ დიდი ამბიციის მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მინიმუმ ბარიერი მაიც ხომ უნდა გადალახონ? ხომ ასეა? თუ ბარიერს გადალახავენ ბლოკის გაკეთება შეეძლებათ მერე იმ თანაფარდობით რა თანაფარდობითაც შევლენ პარლამენტში. ეს იქნება სამართლიანი. თუ სიებზე შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ ეს არის გამოსავალი.” აცხადებს მეჭიაური “პარიმ ტაიმთან” ინტერვიუში.

Leave A Reply

Your email address will not be published.