ოცნების ყოფილი ლიდერის სკანდალური ინტერვიუ-პარტიაში პატივს კერპებს სცემენ

ადამიანებს რომლებსაც იდეოლოგია არ გააჩნიათ და დემოკრატიული ღირებულებებისგან შორს არიან სხვა არაფერი შეუძლიათ თუ არა კერპების ერთგულება,”- ეს განცხადება რუსთავი 2-თან საუბრის დროს ქართული ოცნების ყოფილმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. ახვლედიანი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას “მძიმე ვერდიქტი” ემუქრება, ხოლო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრხე შეიძლება დაემუქროს.

“საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება. იმ შემთხვევაში თუ ოცნება ვერ მოახერხებს იყოს დემოკრატიული და ჰქონდეს შიდა პარტიული წესრიგი, ის დამარცხდება. საქართველოს მოსახლეობის დღისწესრიგი სხვაა და თუ ამ დღისწესრიგს რომელიმე პოლიტიკური ძალა მხარს ვერ აუბამს, ის უბრალოდ წაგებული იქნება. მე ვფიქრობ, რომ ოცნება ჩამორჩება,”- აცხადებს ახვლედიანი.

ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი ასევე ამბობს, რომ პარტიაში საბჭოთა იდეოლოგია არსებობს, რაც მისთვის მიუღებელია.

“როდესაც ფიქრობ, რომ ლიდერი ყოველთვის მართალია ეს არასწორია. ბევრი მღვრიე წყალში ძაან კომფორტულად არის. წესრიგი არ არის სათანადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ საქციელისთვის მოეთხოვება. მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. არ შეიძლება მუდამ ცუდ დღეში იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და კარგად იყოს ის, ვინც გაურკვეველი მანქანებით ხვდება პარლამენტში,”- აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

Leave A Reply

Your email address will not be published.