ოზურგეთში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოხდა.

ადგილობრივ ზ.ღლონტს, შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარმა მეზობელმა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ადგილიდან აცნობეს.

დაჭრილმა 112-ს თავად დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც შსს დან გვაცნობეს, გამოძიება სსკ 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მის დასაკავებლად.

 

 

წყარო :   guriiismoambe.com

Comments
Loading...